რა არის “Bach in the Subways”?
აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ 4 ძირითადი ასპექტი:
- ი.ს. ბახის მუსიკის შესრულება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილასა და ნებისმიერ დროს.
- წარმოდგენები ყველასთვის უნდა იყოს – პროექტი მუსიკალური საჩუქარია მათთვის, ვისაც მუსიკის მოსმენის სურვილი ექნება.
- დასწრება თავისუფალია, წარმოდგენების მონაწილეებმა არ უნდა მიიღონ ანაზღარება და დაუშვებელია ყოველგვარი ფინანსური ტრანაქცია წარმოდგენამდე, წარმოდგენის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ.
- გამორიცხულია პროექტის ფარგლებში მუსიკოსების ფინანსური ანაზღაურება.
იმისათვის, რომ შევუერთდე “Bach in the Subways” აუცილებელია, რომ მეტროში დავუკრა?
რა თქმა უნდა, არა! “Bach in the Subways” -ის პირველი წარმოდგენა ნიუ-იორკის მეტროში ჩატარდა. ზოგ ქალაქს საერთოდ არ აქვს მეტრო ან შეიძლება იმდენად მკაცრი წესები აქვთ, რომ იქ მუსიკის შესრულება შეუძლებელია. “Bach in the Subways” მთავარი იდეა არის ის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ბახის მუსიკა ცოცხალი შესრულებით და მოახდინონ მისი პოპულარიზაცია.განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მანამდე არ მიეცათ ბახის მუსიკის ცოცხლად შესრულების მოსმენის შანსი. მუსიკოსებს, რომელთათვისაც არ არის ხელმისაწვდომი მეტროში დაკვრა, მათ შეუძლიათ დაუკრან სადაც მოისურვებენ: სავაჭრო ცენტრში, ქუჩაში, ეკლესიაში, სკოლაში, აეროპორტში და ა.შ.
ჩვენ გადავწყვიტოთ სად და როდის გვინდა დაკვრა? შეგვიძლია თუ არა დავუკრათ დუეტი ან ანსამბლი?
“Bach in the Subways”-ის თითოეული წარმოდგენა არის შედეგი მუსიკოსებისა და ორგანიზატორების ინიციატივის. ჩვენ წავახალისებთ მონაწილეებს, რომ კრეატიულად მიუდგნენ ამ პროექტს და შემოგვთავაზონ საინტერესო წარმოდგენები.
თუ ეხლა იწყებთ წარმოდგენის ჩატარების ადგილზე ფიქრს შეგიძლიათ მოგვწეროთ Email-ზე info@bachinthesubways.org. ჩვენ გამოგიგზავნით დამადასტურებელ წერილს, რომელმაც უნდა გაგიადვილოთ ჩატარების ადგილთან დაკავშირებით ნებართვის მიღება.
შეიძლება თუ არა ფულის ან შემოწირულობების მიღება?
არა! “Bach in the Subways” ყოველთვის იყო და დარჩება მუსიკალურ საჩუქრად საზოგადოებისადმი. იხილეთ ჩვენი მითითებები მეტი ინფორმაციისთვის.
სავალდებულოა, რომ პროფესიონალი მუსიკოსი ვიყო?
არა და არა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროფესიონალი მუსიკოსი შეუერთდა ჩვენს წამოწყებას. ნებისმიერ ადამიანს , რომელსაც შეუძლია ბახის მუსიკის შესრულება შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ აქციაში.
შემიძლია თუ არა ჩემი CD-ის / ორკესტრის/ვებ-გვერდის რეკლამირება წარმოდგენის დროს?
დიახ, შეგიძლიათ. მუსიკოსებს აქვთ უფლება ნებისმიერი სარეკლამო პროდუქია გაავრცელონ წარმოდგენების დროს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვა წარმოდგენის წინ, მისი მსვლელობისას ან მისი დამთავრების შემდეგ. გაეცანით დეტალურად ჩვენს მითითებებს.
შეიძლება თუ არა, ჩემი “Bach in the Subways” წარმოდგენის ჩაწერა?
სავსებით შესაძლებელია. უფრო მეტიც ჩვენ წავახალისებთ მონაწილეებს, რომ გადაიღონ და ჩაიწერონ თავიანთი წარმოდგენები და გაავრცელონ/ გააზიარონ სოციალური ქსელებისა და პირადი გვერდების მეშვეობით თავიანთი ჩანაწერები. #BachInTheSubways ჰეშტეგის მეშვეობით! აგრეთვე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენს მიერ გადაღებული მასალები info@bachinthesubways.org მისამართზე და ჩვენც მოხარულნი ვიქნებით გავავრცელოთ ჩვენი Facebook-ისა და Twitter-ის მეშვეობით.
სავალდებულია ი.ს. ბახის ნაწარმოებების დაკვრა?
ჩვენ მონაწილეებისგან მოვითხოვთ, რომ შეასრულონ მხოლოდ ი.ს. ბახის ნაწარმოებები.
როგორ შემიძლია მხარი დავუჭირო და რეკლამა გავუწიო “Bach in the Subways” ჩემ ქალაქსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში?
შექმენით საინიციატივო ჯგუფები, მოიწვიეთ მასმედიის წარმომადგენლები, გაავრცელეთ სავიზიტო ბარათები, ფლაერები და აგრეთვე გამოიყენეთ თქვენ მიერ მოგონილი ნებისმიერი გზა იმისათვის, რომ შეუერთდეთ “Bach in the Subways” წარმოდგენებს. ამისათვის საკმარისი მასალები არსებობს ჩვენს ვებ-გვერდზე. აგრეთვე მოგვწერეთ Email-ზე: info@bachinthesubways.org თუ თვლით, რომ ეს დაგეხმარებათ.
სად შეიძლება მოვიძიოთ მუსიკალური მასალები?
ინტერნეტში არსებობს უამრავი უფასო ვებ-გვერდი, სადაც შეიძლება ი.ს. ბახის ნაწარმოებების ნოტების მოძიება სხვადასხვა ინსტრუმენტისათვის. ნოტები შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: IMSLP/Petrucci Music Library.