იოჰან სებასტიან ბახის მუსიკის მშვენიერება და ძალა საზოგადოებრივ და მუსიკალურ საზღვრებს სცდება და იწვევს ძლიერ ემოციასა და აღიარებას. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში ზოგადად კლასიკური მუსიკისა და კერძოდ ბახის მუსიკის მსმენელთა რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს.
2010 წელს მან დაიწყო ხშირი წარმოდგენები ნიუ-იორკის მეტროში, სადაც ის ასრულებლდა ბახის სუიტებს ჩელოსთვის . მას უნდოდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ კლასიკური მუსიკის პოპულარობის შემცირების მთავარი მიზეზი არის ის რომ ხალხს ხშირად არ აქვს შესაძლებლობა, რომ დაესწრონ კლასიკური მუსიკის კონცერტს და იგი დარწმუნებუილ იყო, რომ ყველაზე კარგი გზა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის ბახის მუსიკა იქნებოდა. მან უარი თქვა ყველანაირ შემოწირულობაზე. ის სთავაზობდა უფასო პოსტკარტებს, რომელთა საშუალებითაც საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას თავისი მიზნებისა და გეგმების, თუ როგორ აპირებდა ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. აქციამ, რომელსაც დეილმა მოგვიანებით “Bach in the Subways” უწოდა, მიიპყრო, მოყვარუების, სხვა მუსიკოსებისა და მედია-საშუალებების ყურადღება.
2011 წლის 21 მარტს, იოჰან სებასტიან ბახის დაბადებიდან 326-ე იუბილეზე, ჰენდერსონმა შესთავაზა სხვა მუსიკოსებს, შეერთებოდნენ მის წამოწყებას. მას ორი ჩელისტი გამოეხმაურა და შესთავაზეს მოეწყოთ ბახის მუსიკის მინი-კონცერტები ნიუ-იორკის მეტროს სხვადასხვა სადგურებში, მთელი დღის განმავლობაში. ასე დაიბადა “Bach in the Subways” მოძრაობა. შემდეგ წელს ნიუ-იორკში 13-მა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. 2013 წელს უკვე 40-მა მუსიკოსმა არამარტო ნიუ-იორკიდან არამედ ამერიკის სხვა სამი ქალაქიდან. ამ აქციას მონრეალიც შეუერთდა. 2014 წელს, ბახის 329-ე იუბილეზე უკვე 77 მუსიკოსი იღებდა მონაწილეობას ნიუ-იორკის 8 ქალაქიდან, ასევე კანადიდან, გერმანიიდან და ტაივანიდან.
მომდევნო წელს “Bach in the Subways” თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო. ჰენდერსონის ინიციატივა გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. 2015 წელს, ბახის დაბადებიდან 330 წლის იუბილეზე მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოსები 40 ქვეყნის 150 ქალაქიდან. ისინი ადმიანებს უსასყიდლოდ სთავაზობდნენ აქცია-კონცერტებს: მეტროებში, მატარებლის სადგურებში, ქუჩებში, კაფეებში, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, ზოო-პარკებში. ამ ერთ დღეს ბახის იმაზე მეტი ნაწარმოები შესრულდა ვიდრე ოდესმე. თუ 2016 წლამდე “Bach in the Subways” ერთ კონკრეტულ დღეს ხორციელდებოდა, 2016 წლიდან უკვე მუსიკოსებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კვირის დასასრულს, რამდენიმე დღის განმავლობაში. ახლა უკვე მუსიკოსები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 4 დღის განმავლობაში აღნიშნავენ ბახის დაბადების დღეს.
“Bach in the Subways” გულით გაგზავნიილი მოწვევაა საზოგადოებისთვის იმ მუსიკოსებისგან, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ მსმენელი საკმაოდ განსხვავებულლი და უცნაური გზით. განსაკუთრებით, ეს აქცია-კონცერტი მათთვის არის გამიზნული, ვისაც მანამდე არ ჰქონიათ შესაძლებლობა მოესმინათ კლასიკური მუსიკა ცოცხალი შესულებით და განეცადა ის საოცარი სიამოვნება, რომელიც მუსიკის ჯადოსნურმა ძალამ შეიძლება მიანიჭოს ადამიანმა.