მთავარი მიზანი “Bach in the Subways” არის ის, რომ მიაწოდონ ხალხს მსოფლიოს მასშტაბით ბახის მუსიკა – განსაკუთრებით მათ რომელთათვისაც უცხოა ეს სამყარო. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სახალისო და ამავდროულად ამაღელვებელი, რომ უფრო და უფრო მეტი ადამანი შეუერთდეს კლასიკური მუსიკის სამყაროს.
ჩვენ ვთხოვთ ყველას ვინც შემოგვიერთდება, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მითითებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნდეს “Bach in the Subways” მთავარი იდეა – სულგრძელობა, შთაგონება და მხიარულება.
ფული
ამ პროექტს განსაკუთრებულობას სძენს ის, რომ ყოველგვარი ფულადი ანაზღაურება დაუშვებელია.
წარმოდგენა უფასოა, დაუშვებელია ყოველგვარი ფულადი ტრანზაქცია წარმოდგენისას, წარმოდგენამდე ან მის შემდეგ. მუსიკოსებს აქვთ უფლება ნებისმიერი სარეკლამო პროდუქცია გაავრცელონ წარმოდგენების დროს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია პროდუქციის გაყიდვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის აქციის ჩატარება წელიწადში ერთხელ, ი.ს. ბახის დაბადების დღეს სავსებით მისაღები უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მუსიკოსისათვის. დასაწყისში ამ პროექტის ავტორი დეილ ჰენდერსონი წარმოდგენებს ნიუ-იორკის მეტროში კვირაში რამნდენჯერმე მართავდა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ მოვთხოვთ ამას სხვა მუსიკოსებს, მაგრამ მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს პროექტი საჩუქარია მსმენელისათვის.
მუსიკოსები ამ აქციაში მონაწილეობენ ყოველგვარი ფულადი ანაზღაურების გარეშე. ჩვენ ვართ ადგილობრივ ინიციატივაზე დაფუძნებული მოხალისეთა ორგანიზაცია, გამოცდილებამ გვასწავლა, რომ ზოგჯერ ფონდების მოძიება აუცილებელია ხარჯების დასაფარად. თუმცა ამ არაჩვეულებრივი აქციის მუსიკოსები უკვე გასცემენ საკუთარ დროსა და მუსიკას ფულადი ანაზღაურების გარეშე.
სოციალური მედია
ვინაიდან გვინდა, რომ ეს წარმოდგენები გავაცნოთ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავავრცელოთ ჩვენ მიერ ჩატარებული წარმოდგენები სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით. იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ პროექტის პოპულარიზაციისთვის, მონაწილეებს ვთხოვთ არ შექმნან დამოუკიდებელი გვერდები და ამის ნაცვლად დაგვიკავშირდნენ ჩვენ და მოგეცემათ უფლება გახდეთ ჩვენი ძირითადი გვერდის რედაქტორი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ სასურველი ინფორმაციისა და მასალების გავრცელებას.
ვებ-გვერდი
იმისათვის, რომ “Bach in the Subways” დარჩეს კოორდინირებული აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ bachinthesubways.org მთავარ ვებ-გვერდად. გთხოვთ, არ შექმნათ თქვენი საკუთარი “Bach in the Subways” ვებ-გვერდი. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, რომ ადგილობრივ ორგანიზატორებს შევუქმნათ თავიანთი საკუთარი გვერდი, ამისათვის მოგვწერეთ Email-ზე.
იურიდიული საკითხები
გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: info@bachinthesubways.org.
